საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს მთავრობა თანაგრძნობას უცხადებს მექსიკელ ხალხს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკაში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა თანაუგრძნობს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს და სოლიდარობას უცხადებს მექსიკელ ხალხს. „მექსიკაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, 19 სექტემბერს, მექსიკაში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის გამო, რომელმაც იმსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი და გამოიწვია საგრძნობი მატერიალური ზარალი. ამ მძიმე წუთებში, საქართველოს მთავრობა თანაუგრძნობს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს და სოლიდარობას უცხადებს მექსიკის მთავრობასა და მექსიკელ ხალხს“ – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები