გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
ამის შესახებ “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით ხანძარს 15 მეხანძრე-მაშველი აქრობდა. დამწვარია 1500-2000 კვ.მ. ფართობის ტერიტორია.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1 საათის წინ გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახებსა და ბუჩქნარს ცეცხლი მოედო.