პრეზიდენტი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისთვის მეგობარი ქვეყნების ლიდერებს მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისთვის მეგობარი ქვეყნების ლიდერებს მადლობას უხდის. “დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისთვის. საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობარი ქვეყნების ლიდერების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერა და საქართველოს პოზიციების დაცვა”, – აცხადებს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები