პაატა იმნაძე: წინა წლებთან შედარებით, „ჯილეხის” შემთხვევები ქვეყანაში სამჯერ არის შემცირებული
„ჯილეხის” შემთხვევები ქვეყანაში სამჯერ არის შემცირებული, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „ჯილეხით” დაავადების რისკის ქვეშ ხშირად საქონლის პატრონი დგება. “საბედნიეროდ, ჯილეხით, ხორცის დამუშავების შემდგომ, იშვითად ავადდება ვინმე. ერთი პერიოდი იმატა „ჯილეხის” შემთხვევებმა, ეს ის პერიოდი იყო, როცა საქონელი აღარ იცრებოდა, სახელმწიფომ უკვე 4 წელია დაიწყო ცხოველების აცრა და „ჯილეხის” შემთხვევებმაც გაცილებით იკლო. ჯილეხით ხშირად ის ადამიანები ავადდებიან, ვისაც შეხება აქვს საქონელთან, კლავს ან ატყავებს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.