პაატა იმნაძე: აუცილებელია ბავშვებში ვაქცინაცია

ბავშვს ყველა ის ვაქცინა უნდა ჰქონდეს მიღებული, რაც ასაკობრივად შეესაბამება, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. დაავადებათა თავიდან აცილების მიზნით, იმნაძე მშობლებს ბავშვების ვაქცინაციას ურჩევს. “საშემოდგომო ინფექციებიდან რაღაც მნიშვნელოვანი ჯერ არაა დაფიქსირებული, ეს სეზონი ადრეა, თუმცა რისკების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ბავშვებს ჩაუტარდეთ ყველა ის ვაქცინაცია, რაც ასაკობრივად შეესაბამებათ. ეს ჰიგიენის პირობების დაცვასთან ერთად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა”, – გაანცხადა პაატა იმნაძემ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები