პაატა იმნაძე: ვურჩევდი მოსახლეობას, ტრადიციულად გააკეთონ სახლში მომზადებული კონსერვები და მოერიდონ თერმულ დამუშავებას
გულდასმით უნდა გაირეცხოს ყველაფერი, რასაც დავაკონსერვებთ, თუმცა სამწუხაროდ, გულდასმით გარიცხვაც არ სპობს ხშირად „ბოტულიზმს”, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. პაატა იმნაძე მოსახლეობას პროდუქტის მოხუფვის გარეშე დამზადებას ურჩევს. “დაკონსერვების დროს პროდუქტი უნდა გაირეცხოს გულდასმით, ხშირად ესეც არ შველის “ბოტულიზმის” პრობლემას, ამიტომ თერმულად დამუშავების დროს დიდი ყურადღებაა საჭირო, მე მაინც ვურჩევდი მოსახლეობას ტრადიციულად გააკეთონ სახლში მომზადებული კონსერვები და მოერიდონ თერმულ დამუშავებას”, – განაცხადა პაატა იაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.