ლადო ბოჟაძე: ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა. როგორც მან “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საარჩევნო გარემო ამ ეტაპზე სტაბილური და მშვიდია, არ იგრძნობა მოსახლეობაზე რაიმე ფორმით დაძალება. “მნიშვნელოვანია, რომ მედიაგარემო ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის არის ხელმისაწვდომი, არჩევნების წინა პერიოდი ქვეყანაში არის მშვიდი. არც ერთ კანდიდატს არ აქვს პრობლემა ხმა მიაწვდინოს თვის ამომრჩეველს. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, რომ შევზღუდოთ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ყველაზე მთავარი პრობლემა და გამოწვევა არის პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. წინა წლებში 4 ნახევარ მილიონზე მეტი თანხა იყო მობილიზებული არჩევნებისთვის. ახლაც არის ის ვითარება, რომ ამ მხრივ ლიდერობს „ქართული ოცნება” და „ევროპული საქართველო” ამ საკითხებზე მუშაობს აუდიტის სამსახური და მიმდინარეობს კვლევა შემომწირველებზე”, -განაცხადა ლადო ბოჟაძემ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები