მექსიკაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა
მექსიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა.
მიწისძვრის შედეგად სკოლაში ნგრევას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა.
11 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ მიწისძვრა მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსასთან გუშინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქიდან 49 კილომეტრში დაფიქსირდა, ხოლო სიღრმემ 60 კილომეტრი შეადგინა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მექსიკაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. გასულ კვირას, მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.