არჩილ ხანდამაშვილი: თქვენთან ერთად მოვაგვარებ თითოეულ საკითხს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი ჩალაუბნის, მელაანის, კაჭრეთისა და ზემო კაჭრეთის მოსახლეობას შეხვდა, სპორტკომპლექსის თანამშრომლებს გაესაუბრა და რთველშიც მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრაზე მოსახლეობამ ყურადღება ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაამახვილა.
არჩილ ხანდამაშვილი მოსახლეობას არსებული საკითხების ერთობლივად გადაჭრასა და მოგვარებას დაპირდა.
“ჩემი მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვარო ინფრასტრუქტურული საკითხები, ისეთები როგორიცაა წყალი, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და გზები. მე გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებ და თქვენთან ერთად შევუდგები თითოეულ პრობლემის მოგვარებას,“- განაცხადა მერობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები