დონალდ ტრამპი: აშშ მზადაა მთლიანად გაანადგუროს ჩრდილოეთ კორეა
„აშშ დიდ ძალას და გამძლეობას ფლობს. თუმცა, თუკი გვაიძულებენ დავიცვათ საკუთარი თავი და მოკავშირეები, არ გვექნება სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ სრულიად გავანადგუროთ ჩრდილოეთ კორეა“, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, თავისი სარაკეტო და ბირთვული გამოცდებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა დაიწყო თვითმკვლელი მისია თავისთვის და თავისი რეჟიმისთვის.
„აშშ მზადაა გაანადგუროს ჩრდილოეთ კორეა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება საჭირო არ გახდება, სწორედ ამისთვის შექმნეს გაერო. მოვიდა დრო, ყველა ქვეყანამ მოახდინოს კიმის რეჟიმის იზოლირება, ვიდრე ის არ შეწყვეტს თავის მტრულ ქცევებს“, – აღნიშნა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, დაუშვებელია ვაჭრობის წარმოება იმ ქვეყანასთან, რომელიც მსოფლიოს ბირთვული კონფლიქტით ემუქრება. „ჩრდილოეთ კორეაში უნდა გაიგონ, რომ დენუკლეარიზაცია არის მათთვის ერთადერთი მისაღები გზა მათივე მომავლისთვის“, – განაცახადა ტრამპმა.