იენს სტონტელბერგი: ტრამპი ხშირად იყენებს მკაცრ ლექსიკას
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება შეაფასა, რომელშიც ტრამპი ჩრდილოეთ კორეას განადგურებით დაემუქრა. სტონტელბერგი ტრამპის განცხადებებს საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობას უწოდებს.
„პრეზიდენტი ტრამპი ხშირად იყენებს მკაცრ ლექსიკას. ახლაც ასე იყო, რასაც მე მივესალმები, ეს საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობაა. ვთანხმდებით, რომ ჩრდილოეთ კორეამ უარი უნდა თქვას სარაკეტო კომპლექსების, ბირთვული იარაღის განვითარებაზე, უარი უნდა თქვას ტესტირებებზე. არ არსებობს იოლი გამოსავალი. უნდა მოვნახოთ შუალედი არაფრის კეთებასა და სამხედრო გზას შორის და ეს დიპლომატიური და პოლიტიკური ძალისხმევაა, ძლიერ ეკონომიკურ სანქციებთან ერთად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ნიუ იორკში.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებთან ჩრდილოეთ კორეიდან მომავალ საფრთხეს გლობალური უწოდა.