“ვენეციის კომისია მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პოზიტიურ დასკვნას დადებს”
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ ვენეციის კომისია მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პოზიტიურ დასკვნას დადებს.
როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან არაერთხელ ჰქონდა საუბარი და ვისაც ამ ცვლილებების შინაარსი აინტერესებს, აღიარებს, რომ ყველა მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია.
“ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იყო, რადგან ის არის მიუკერძოებელი დამკვირვებელი, რომელსაც ამ პროცესში ინტერესები არ გააჩნია. პარასკევს მათი მოსაზრება ხელმისაწვდომი იქნება და თუკი რაიმე იქნება ისეთი, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს, გასათვალისწინებლად მზად ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება პოზიტიური”, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.