გლდანში, საცხოვრებელ სახლში და-ძმა გარდაცვლილი იპოვეს
გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები – და-ძმა არიან. ქალი დაახლოებით 60 წლისაა, ხოლო მამაკაცი 70 წლის.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გარდაცვალების მიზეზადად, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა სახელდება.