ბათუმში, ფეხით მოსიარულე ახალგაზრდებს მანქანა დაეჯახა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
შემთხვევა საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულე სამ ახალგაზრდას დაეჯახა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 – მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები