ირაკლი კობახიძე: ჩვენ გადავდივართ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე 2024 წელს

„ჩვენ გადავდივართ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე, 2024 წელს, შვიდი წლის შემდეგ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ გადავდივართ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე არა მომდევნო წელს – ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ეს რომ მომდევნო წელს მომხდარიყო, ამ შემთხვევაში იტყოდნენ, რომ ეს მმართველი პარტიის სუბიექტური ინტერესია. მაგრამ ჩვენ გადავდივართ არაპირდაპირი არჩევის წესზე მხოლოდ 2024 წელს, შვიდი წლის შემდეგ. ასე რომ, ვერავინ იტყვის, რომ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით მმართველ პარტიას სუბიექტური ინტერესები აქვს. ჩვენ გვსურს ჩამოვაყალიბოთ ძალიან მკაფიო საპარლამენტო სისტემა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობით. ეს იყო მიზეზი და კიდევ ერთხელ, ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური დოკუმენტი, ძალიან პოზიტიური ცვლილებებით, მაგრამ ამის მიუხედავად, ოპოზიციამ გადაწყვიტა დაეტოვებინა კომისია და პრეზიდენტმაც გადაწყვიტა, პროცესისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინა. რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს – პირველი თავი სრულად არის შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან, რომელიც ქმნის მძლავრ გარანტიებს ფუნდამენტური პრინციპებისთვის, როგორიცაა კანონის უზენაესობა, დემოკრატია, სოციალური სახელმწიფო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები