აქცია “ქართუსთან“ – „ნაციონალები“ ფონდ “ქართუს” რუსი ოლიგარქების ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ

”ქართუ ჯგუფის” ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა აქცია გამართეს. ოპოზიციური პარტიის წევრები „ფონდ ქართუს“ რუსი ოლიგარქების ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, „ფონდ ქართუს“ კავშირი აქვს ებრაელ ბიზნესმენთან არკადი გაიდამაკთან და იარაღით უკანონო ვაჭრობასთან.
„ეს არის ბოროტების სასახლე, სადაც ხდება ფულის გათეთრება და ამას აკეთებს რუსი ოლიგარქი, ძალიან მნიშვნელოვანია, გაასაჯაროოს, საიდან იღებს ფონდი შემოსავალს – რომელ თანხებსაც ვფიქრობთ, რომ ათეთრებენ. საიდან აქვს შემოსავალი, რა კავშირშია გაიდამაკი, რა კავშირშია ანგოლაში იარაღით ვაჭრობა, რა კავშირშია ბიძინა ივანიშვილი. ამ კითხვებზე არის პასუხები გასაცემი და შესაბამისად, გაასაჯაროონ და თქვან, როგორ და რა ფულს ათეთრებს „ქართუ ჯგუფი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები