პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება
პრეზიდენტი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი სპეციალური განცხადების გაკეთებას დღეს, 18:00 საათზე გეგმავს.
ადმინისტრაციაში ბრიფინგის თემას არ აკონკრეტებენ, თუმცა გიორგი მარგველაშვილი განცხადებას, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე გააკეთებს.