“ვენეციის კომისიის შესაბამისი იქნება ის შეფასებები, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტს ექნება”

“რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ევროპარლამენტარების პოზიციაა, რომ ვენეციის კომისიის შესაბამისი იქნება ის შეფასებები, რაც ევროპარლამენტს ექნება”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ევროპარლამენტარები მიესალმებიან იმ პროგრესს, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში შეინიშნება.
”ვიზიტის ფარგლებში შედგა პირველი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ევროპარლამენტარები მიესალმებიან იმ პროგრესს, რაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში შეინიშნება. აღსანიშნავია წლევანდელი განსაკუთრებული მოვლენა – ვიზალიბერალიზაცია. ასევე ენერგეტიკის სექტორში გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით. გარდა ამ საკითხებისა, საუბარი შეეხო მიმდინარე რეფორმებს. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზეც. ერთ-ერთი საკითხი რაც ევროპარლამენტარებმა დააყენეს, ეს იყო ქალთა ჩართულობის აუცილებლობა პოლიტიკურ პროცესებში. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ევროპარლამენტარების პოზიციაა, რომ ვენეციის კომისიის შესაბამისი იქნება ის შეფასებები, რაც ევროპარლამენტს ექნება”, – განაცხადა ხულორდავამ.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრები ამ წუთებში პარლამენტის უმცირესობის წარმომადგენლებს ხვდებიან. მათ შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან უკვე გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები