“საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარეობისთვის იურისტი დავით ლანჩავა იბრძოლებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის იურისტი დავით ლანჩავა იბრძოლებს. ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატად დავით ლანჩავა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის” წარადგინა.
როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ბუაძემ ლანჩავას წარდგენისას განაცხადა, ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ლანჩავა არის ღირსეული იურისტი, რომელიც ადვოკატთა ასოციაციას ახალ მიზნებს და ღირებულებებს დაუსახავს.
იურისტ როინ მიგრიაულის თქმით კი, დავით ლანჩავას რეფორმატორული ხედვები აქვს, რაც ადვოკატთა ასოციაციის ღირებულებებს კიდევ უფრო ზევით ასწევს.
დავით ლანჩავას ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა მცხეთაში გაიმართა. წარდგენას ადვოკატები, საზოგადოებისთვის ცნობილი პირები და დავით ლანჩავას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის დეკემბერშია ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები