“ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე განსახილველი საკითხი ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იქნება”

“ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე ძირითადი განსახილველი საკითხი ის რეფორმები იქნება, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ამავე შეხვედრაზე განიხილავენ ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესს ეკონომიკური ნაწილის ჩათვლით.
”დღეს იწყება ევროპასთან ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად ევროპარლამენტის დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრებზე ყურადღებას გავამახვილებთ ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში დგას. ეს არის  შიდა რეფორმების მიმდინარეობა, საკონსტიტუციო რეფორმა და ა.შ. ასევე ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი მთლიანად ეკონომიკური ნაწილის ჩათვლით. ჩვენი კომიტეტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საპარლამენტო ზედამხედველობა განვახორციელოთ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და წვლილი შევიტანოთ საქართველო-ევროკავშირის დაახლოების პროცესში”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
შეგახსნებთ, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრები ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები