როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი თქმით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერი 33-დან 39 გრადუსამდე გათბება, მთიან რაიონებში 24-დან 27 გრადუსამდე, ხოლო სანაპირო რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27-32გრადუს სითბოს მიაღწევს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დოდო გვაზავას თქმით, 29-დან 34 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი.
მისივე ცნობით, 22-23-24 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
უახლოესი დღეების განმავლობაში, ქარის გაძლიერება მოსალოდნელი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები