პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობს

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი სესიაშვილის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ბერაიას შემადგენლობით, ასამბლეის დემოკრატიული მმართველობის ქვე-კომიტეტისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ქვე-კომიტეტის ერთობლივ ღონისძიებაში მონაწილეობს, რომელიც აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში და ქალაქ ქარლისელში, 18-22 სექტემბერს იმართება.
დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დეპუტატები საერთაშირისო კვლევით ორგანიზაციებს და ექსპერტებს შეხვდებიან, რომლებიც ისეთ თემებზე მუშაობენ როგორიცაა: აშშ-ს საგარეო პოლიტიკა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები