სოსო ვახტანგაშვილი: 22 სექტემბერს გავმართავთ მასშტაბურ შეხვედრას

ოპოზიციური სტრატეგია ლიდერების შეხვედრის დროს ჩამოყალიბდება, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, „შენების მოძრაობის” წევრმა, სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა. ვახტანგაშვილი ოპოზიციური პარტიების შეხვედრას აანონსებს და აცხადებს, რომ 22 სექტემბერს „შენების მოძრაობა სტრატეგიას გააჟღერებს.
„22 სექტემბერს მოხდება გრანდიოზული შეკრება, სადაც ყველა ლიდერი იქნება და იქ ვრცლად გავახმოვანებთ იმ გეგმებს, რაც „შენების მოძრაობისთვის” პრიორიტეტული იქნება. ჩვენ ვისაუბრებთ კონსტიტუციაზეც, რომელიც ვთვლით, რომ სრულყოფილი არაა და მმართველმა გუნდმა ყველა ოპოზიციონერის მოსაზრების გაუთვალისწინებლად მიიღო”, – განაცხადა ვახტანგაშვილმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები