დღეს კიევში, მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დეტალებს გაასაჯაროებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პარტია „ახალი ძალები” „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„დღეს, 12:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანების გასაჩივრების დეტალებს გაასაჯაროებენ”, – ნათქვამია პარტია „ახალი ძალების” განცხადებაში.
 
შეგახსნებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს 26 ივლისის ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის მიზეზად მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები