სოსო ვახტანგაშვილი: ჩვენი მთავარი პირობა ქვეყნის მომავლისკენ ხედვაა

ჩვენ ვითხოვთ სისტემურ ცვლილებას და არა პერსონების შეცვლას, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, “შენების მოძრაობის” წარმომადგენელმა, სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა.
ვახტანგაშვილი დმანისში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა და თვლის, რომ მმართველი გუნდიდან ხალხის წასვლა უპრეცედენტო შემთხვევაა. იგი მრავალპარტიულ საკრებულოებს პროგნოზირებს.
“ჩვენი მთავრი პირობაა ქვეყნის მომავლისკენ ხედვა, ის რაც მოხდა დმანისში უპრეცედენტო შემთხვევაა, ხელისუფლებას ხედვების მიმართულებით აქვს პრობლემა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მრავალპარტიული საკრებულოები მივიღოთ და ეს ძალიან კარგი იქნება. ჩვენი მთავარი მიმართულება სისტემური და არა პერსონების ცვლილება იქნება”, – გაანცხადა სოსო ვახტანგაშვილმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები