კახა კალაძე ვაკის რაიონის პრობლემებს გაეცნო

„ჩვენი მთავარი მიმართულება,თბილისში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა.ჩვენ ვაპირებთ 1400-მდე მცირე და საშუალო ზომის სკვერებისა და პარკების მოწესრიგებას,თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დედროლოგიული პარკის განახლებას.მოხდება მზიურის სრული რეაბილიტაცია,რომელსაც შემდგომ საფეხმავლო ხიდით დავაკავშირებთ ზოოპარკის ტერიტორიას,ხოლო ზოოპარკს თბილისის ზღვაზე გადავიტანთ.“განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ვაკის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
კახა კალაძემ მოსახლეობას საარჩევნო გეგმები ვაკის რაიონის მაჟორიტარებთან ერთად გააცნო.თბილისში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გარდა კალაძე ისეთ პრობლემებსაც შეეხო,როგორიცაა საზოგადოებრივი ტრასპორტი.მისი განცხადებით 4წლის განმავლობაში არსებულ ყვითელ ავტობსებს თანამედროვე,ევროპული 700 ავტობუსი ჩაანაცვლებს,ასევე მოხდება ახალი სამარშუტო ხაზების დამატება.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულბებზეც ისაუბრა „2012 წელს ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ და დღეს თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დაზღვეულია,ეს კვლავაც ასე გაგრძელდება.სოციალური პროგრამების თვალსაზრისით უნდა ითქვას,რომ ჯერ კიდევ არიან ადამაინები,რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება,სწორედ ამიტომ სოც.პროგრამები გაფართოვდება“
კახა კალაძემ შეხვედრაზე ყურადღება განათლებასა და სპორტზეც გაამახვილა.როგორც,მან აღნიშნა,10 რაიონში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება. სკოლის მოსწავლეები კი სწავლის დაწყებისას კვლავ უფასოდ მიიღებენ სასწავლო წიგნებს.კალაძის განმარტებით მას შემდეგ რაც ბაგა-ბაღებში სწავლა უფასო გახდა,გაიზარდა ბავშვთა რაოდენობა,ამიტომ მომავალი 4 წლის განმავლობაში 30 ევროპული თანამდეროვე ბაგა-ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი.
შეხვედრაზე კახა კალაძე ვაკის რაიონის პრობლემებს დეტალურად გაეცნო და არჩვენებში გამარჯვების შემდეგ მოსახლეობას მათ მოგვარებას დაპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები