დაბალემისიანი განვითარების დოკუმენტის განხილვა გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის“ საკოორდინაციო კომიტეტის სხდომა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ მიმართა.
დაბალემისიანი განვითარების დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ სტრატეგიას კლიმატის ცვლილების გლობალური საფრთხის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ 2017 – 2030 წლების პერიოდისათვის.
განვითარების სტრატეგია აერთიანებს ეკონომიკის სხვადასხვა დარგს და თითოეული დარგისთვის წარმოადგენს ღონისძიებათა პაკეტს, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული რესურსების რაციონალურ ათვისებას და გარემოსდაცვითი ეფექტის გაძლიერებას საქართველოში.
დოკუმენტი მომზადდა USAID-ის მხარდაჭერით და  ჩართულნი იყვნენ ენერგეტიკის, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული სტატისტიკის ეროვნული სამსახური, არასამთავრობო ორგანიზაციები, ტექნიკური ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები