ოლესია ბიდა: ლვოვის ოლქის რაიონულ სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილს კვერცხები ესროლეს

უკრაინაში, ლვოვის ოლქის რაიონულ სასამართლოსთან ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს კვერცხები ესროლეს, ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ჟურნალისტი ოლესია ბიდა წერს.

ლვოვის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთის საქმეს განიხილავს.
10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებთან ერთად, შეგინის გამშვებ პუნქტზე საზღვარი გაარღვია.
უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირთა უკანონო გადაყვანის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიებაა დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები