ირაკლი შოთაძემ კრიმინილოგთა საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, მოადგილეებთან ერთად საქართველოს მთავარ პროკურატურაში კრიმინილოგთა საკონსულტაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკონსულტაციო საბჭო საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა და სხვადასხვა უნივერსიტეტებში და სამეცნიერო დაწესებულებებში მოღვაწე კრიმინოლოგიის პროფესორებისა და დოქტორანტებისგან დაკომპლექტდა.
საკონსულტაციო საბჭო მთავარი პროკურორის სათათბირო ორგანო იქნება და პროკურატურის სისტემას მნიშვნელოვან ინტელექტუალურ დახმარებას გაუწევს.
სამუშაო ჯგუფის წევრები აქტიურად იქნებიან ჩართული საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებულ კვლევებში და ანალიტიკურ დოკუმენტებზე მუშაობის პროცესში. მათი მოსაზრებები, რჩევები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება როგორც საკვლევი საკითხების, ასევე კვლევების შემდგომ დასაგეგმი ღონისძიებების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს პროკურატურის საქმიანობაში მეცნიერული მიდგომების დამკვიდრებასა და ანალიტიკური დოკუმენტების ხარისხის გაუმჯობესებას.
ამასთან, მეცნიერებს მიეცემათ შესაძლებლობა პროკურატურის მიერ განხორციელებული კვლევები საკუთარ საქმიანობაში გამოიყენონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები