ახალციხის საავადმყოფოში ერთნაირი სიმპტომებით 35 ბავშვი მოათავსეს, ამჟამად კლინიკაში 16 პაციენტი მკურნალობს

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, შაბათს, 16 სექტემბერს, ღამის საათებში ღებინებით, მუცლის ტკივილითა და მაღალი სიცხით, 35 ბავშვი შეიყვანეს.
პაციენტთა ასაკი 2-დან 6 წლამდე მერყეობს. ახალციხის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ბავშვები კლინიკაში ვირუსული ინფექციის გამო აღმოჩნდნენ.
როგორც „კვირას“ ახალციხის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, მანანა ბერიძემ განუცხადა, ამ დრომდე საავადმყოფოში 16 ბავშვი რჩება. მისი თქმით, ბავშვები, რომლებიც კლინიკაში მოათავსეს, არ არიან მხოლოდ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მუნიციპალიტეტში არსებულ რვავე ბაღში ვითარების შესწავლა უკვე დაიწყო. მანანა ბერიძის ინფორმაციით, ქალაქში მოქმედ რვა საბავშვო ბაღში, იმ ბავშვებს შორის, რომლებიც დღეს ბაღში არ გამოცხადდნენ, კლინიკური ნიშნები 68–ს აღენიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები