კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღების თარიღი უახლოეს მომავალში დაზუსტდება

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღების თარიღი უახლოეს მომავალში დაზუსტდება – შესაბამისი კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიასთან მუდმივი კონსულტაციები მიმდინარეობს.
“ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია ორი მოსმენით. გრძელდება დოკუმენტის განხილვა. საბოლოო ჯამში, დოკუმენტი მესამე მოსმენით უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. ვეტოს დადება არის პრეზიდენტის პრეროგატივა. ჩვენი პრეროგატივაა ამ ვეტოს განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები