“ვენეციის კომისიას შენიშვნები იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ექნება, რომელსაც პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ამზადებს”

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიას სამართლებრივი შენიშვნები იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ექნება, რომელსაც პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ამზადებს.
“პრეზიდენტი ვეტოს დადებისათვის ემზადება. ის ცდილობს ოპოზიციის მხარდაჭერა მიიღოს პროექტზე, რომელსაც პარლამენტს ვეტოს სახით წარუდგენს და ამ ფორმით ოპოზიციის გაერთიანებას ახდენს. მე ვამბობ, რომ ჩვენს მიერ ორი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიდი ალბათობით ვენეციის კომისიას სამართლებრივი შენიშვნები არ ექნება, ხოლო იმ პროექტზე, რომელიც პრეზიდენტს სურს პარლამენტში მოტივირებული შენიშვნების სახით წარმოადგინოს, ძალიან დიდი ალბათობით, ვენეციის კომისიას სამართლებრივი შენიშვნები ექნება – თუნდაც პრეზიდენტის არჩევის ნაწილში”, – აცხადებს გიორგი კახიანი.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს სავარაუდოდ 26 სექტემბრისთვის დაამტკიცებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები