გია ვოლსკი: იყო საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტი გარშემო კრებს პოლიტიკურ პარტიებს – ზოგს ნაცნობს, ზოგს უცნობს

პრეზიდენტს და ოპოზიციას კონსენსუსად მათი ულტიმატუმის შესრულება მიაჩნიათ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ამასთან მმართველი გუნდის წევრი საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას არ გამორიცხავს.
„ბევრჯერ იყო საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტმა რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აირჩია და თავის გარშემო კრებს პოლიტიკურ პარტიებს – ზოგს ნაცნობს, ზოგს უცნობს… თვითონ არ აკეთებს ამ თემაზე კომენტარს და მე მის მაგივრად ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ. ფაქტია, რომ კონსენსუსად მიაჩნიათ ის, რომ ულტიმატუმი შესრულდეს, რაც უსაფუძვლოა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები