ანტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ტურისტი ემსხვერპლა

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, ტურისტებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა და 50 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. შემთხვევას ოთხი ტურისტი ემსხვერპლა, 30-მდე დაშავებული კი, რომელთა შორის ბავშვებიც არიან, სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები