ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ახალგაზრდა დააკავეს

ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მეტროსადგურ Parsons Green-ზე, რომელიც ლონდონის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, აფეთქება ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ინციდენტის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა.
მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები