თურქეთის სპეცსამსახურებმა 74 ადამიანი დააკავეს

თურქეთის სპეცსმსახურებმა ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 74 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ედებათ ბრალი – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობითვე მათი უმეტესობა უცხოელია. სპეცოპერაცია სტამბოლში 15 სხვადასხვა მისამართზე განხორციელდა. დაკავებულები დეპორტაციისთვის საიმიგრაციო სამსახურებს გადასცეს. მათი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია არ საჯაროვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები