უკრაინის გენერალური პროკურორი სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევებას გამორიცხავს

უკრაინის პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, 10 სექტემბერს საზღვარზე მომხდარი ინციდენტის გამო, “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს ქვეყნიდან არ გააძევებენ და არც დააპატიმრებენ -ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. “მე, როგორც გენერალური პროკურორი, მკაფიოდ გეუბნებით: სააკაშვილს არ დააკავებენ ამ საქმის გამო, სააკაშვილი ვერ იქნება ექსტრადირებული ამ ქვეყნიდან, სანამ მას გააჩნია ბინადრობის მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც მან წარადგინა” – განაცხადა ქვეყნის გენპოკურორმა. მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ივლისში ჩამოართვა. 10 სექტემბერს კი, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი მხარდამჭერებთან ერთად გადაკვეთა. ინციდენტის შედეგად, 13 პოლიციელი და 9 მესაზღვრე დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები