კონგოში ლტოლვილებს ცეცხლი გაუხსნეს

კონგოში უსაფრთხოების ძალებმა ბურუნდელ ლტოლვილებს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 30 და დაშავდა ათობით ადამიანი.-ინფორმაციას ამის სესახებ სააგენტო “როიტერი”ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა და სამხედროებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც ლტოლვილებმა ბურუნდიში დაბრუნება გააპროტესტეს და რამდენიმე დაკავებული თანამემამულის გათავისუფლებას შეეცადნენ. ინციდენტი კამანიოლას გზაზე, ქვეყნის აღმოსავლეთით 15 სექტემბერს მოხდა. კონგოს მთავრობა უარყოფს, რომ გარდაცვლილი ლტოლვილები იყვნენ. მათი განცხადებით, შეიარაღებული ჯგუფი დაზვერვის ეროვნული სააგენტოს ოფისს დაესხა თავს, რომლის დროსაც, 5 სამხედრო და 20 თავდამსხმელი დაიღუპა. 2015 წლის აპრილში წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ქვეყანაში დაწყებულ რეპრესიებსა და ძალადობას 400 ათასზე მეტმა ადამიანმა მეზობელ კონგოში შეაფარა თავი. გადატრიალების მცდელობა პრეზიდენტ პიერ ნკუნუნძიძას განცხადებას მოჰყვა, რომელმაც მესამე ვადით ქვეყნის მმართველად დარჩენა მოისურვა. ის კონგოს 2005 წლიდან მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები