კახეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ”06”-ის მარკის ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

კახეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს ”06”-ის მარკის ტაქსი და ”მერსედესის” მარკის ავტომანქანა შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ”მერსედესის” მარკის ავტომანქანის მძღოლი გასწრებას ცდილობდა, და სწორედ ამ დროს შეეჯახა საპირისპიროდ მოძრავ მანქანას. შემთხვევის შედეგად, ”06”-ის მარკის ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შემთხვევის შედეგად, შეიზღუდა მოძრაობა და თელავის მიმართულებით გადაადგილება შემოვლითი გზითაა შესაძლებელი. აღნიშნულ ფაქტზე, საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები