სანდრო ეულის ქუჩაზე, აფეთქების ადგილას, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები მივიდნენ

სანდრო ეულის ქუჩაზე, სადაც აფეთქება მოხდა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები მივიდნენ.
ისინი ადგილზე არსებულ ვითარებას შეისწავლიან. შეგახსენებთ, რომ სანდრო ეულის ქუჩაზე აფეთქება კიბერნეტიკის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში მოხდა, რომელსაც რეკონსტრუქცია უტარდებოდა, შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულის ცხედარი შენობიდან ჯერ არ გამოუსვენებიათ.
ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, თუმცა საფრთხის გამო, შენობაში შესვლას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ. შსს-ის ცნობით, მშენებარე კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები