კიბერნეტიკის ყოფილ შენობაში ექიმები მოსალოდნელი საფრთხის გამო, შესვლას ვერ ახერხებენ

“კიბერნეტიკის ყოფილ შენობაში, სადაც რამდენიმე წუთის წინ აფეთქება მოხდა, სასწრაფო-სამედიცინო ექიმთა ბრიგადა შენობაში შესვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს”, – ამის შესახებ სასწრაფოს ექიმმა განაცხადა.

„ამბობენ, რომ არის კიდევ დამატებითი აფეთქების საშიშროება. თუმცა სანამ არ იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული, ექიმებისთვის და დამხმარეებისთვის შენობაში შესვლის უფლება არ გვაქვს“, – აცხადებს ექიმი.
შემთხვევის ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობას მინები ჩაემსხვრა.

„ეს იყო კიბერნეტიკის ყოფილი შენობა. უკვე კარგი ხანია ამ შენობას ანგრევდნენ. აქ სულ მუშაობა მიმდინარეობს და სავარაუდოდ, შენობაში მუშები იქნებოდნენ“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
კიდევ ერთი თვითმხილველი განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს.

„აქ ლაბორატორიაა. გაარემონტეს შიგნით, ვისია და რა არის, არ ვიცი. მუშები მუშაობდნენ“, – ამბობს იგი.

თბილისში, სანდრო ეულის ქუჩის მიმდებარედ, აფეთქება მოხდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები