თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში, სანდრო ეულის ქუჩის მიმდებარედ აფეთქება მოხდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. უწყების ცნობით, მშენებარე კორპუსში, სავარაუდოდ, ჟანგბადის ავზი აფეთქდა. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მობილიზებული არიან სამართალდამცველები. აფეთქების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია. „კვირა“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები