თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის მე-17-ე კილომეტრზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ ხანძარი მწვანე ნარგავებზეც გავრცელდეს. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის ადგილზე უკვე მობილიზებულია რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ბრიგადა და მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები