ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, ორი კი ბათუმის საავადმყოფოშია მოთავსებული. თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევისას, მსუბუქი ავტომობილი, ხელვაჩაურის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, ბოძს შეეჯახა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები