„არემჯის“ გენერალურმა დირექტორმა კაზრეთში ახალი სასწავლო წლისათვის რეაბილიტირებული სკოლები მოინახულა

„არემჯის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯონი შუბითიძემ დაბა კაზრეთში ახალი სასწავლო წლისათვის რეაბილიტირებული სკოლები მოინახულა. კომპანია მენეჯმენტის გადაწყვეტილებით და ფინანსური მხარდაჭერით, ზაფხულის განმავლობაში დაბა კაზრეთის სასწავლო დაწესებულებებში მასშტაბური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც რეგიონში კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობების მხარდაჭერას ითვალისწინებს ჯამში 70 ათასი დაიხარჯა. დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლის დირექციის თხოვნის საფუძველზე, სკოლის სამივე სართულზე კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა სველ წერტილებს და მთლიანად გამოიცვალა საკანალიზაციო სისტემა. №2 საჯარო სკოლაში სრულად გარემონტდა 152 მ2 ფართის სააქტო დარბაზი. დაიგო ახალი იატაკი, დამონტაჟდა სპეციალური განათება და ფარდა-ჟალუზები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები