სოლომონ პავლიაშვილმა საერთაშორისო აქციაში „დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!“ მონაწილეობა მიიღო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა საერთაშორისო აქციაში „დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად 15,16, 17, სექტემბერს იმართება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასუფთავების აქციაში, მინისტრის მოადგილესთან ერთად, შვედეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში მარტინა ქვიქიმ, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოლი ლეინმა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ თანათავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ მიიღეს მონაწილეობა. აქცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება, რომელსაც ორგანიზებას უწევს პროექტი – „დავასუფთაოთ საქართველოს“ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი (,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა”).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები