დონალდ ტრამპი: ტერორისტებთან ბრძოლა უფრო მკაცრი მეთოდებით უნდა მოხდეს

„ტერორისტებთან ბრძოლა უფრო მკაცრი მეთოდებით უნდა მოხდეს – ასე ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ლონდონში მომხდარ ტერაქტს.
„ტერორისტების მიერ განხორციელებულია მორიგი თავდასხმა. ეს ავადმყოფი და შეშლილი ხალხია. მათთან ბრძოლა უფრო მკაცრი მეთოდებით უნდა მოხდეს“, – წერს ტრამპი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, ერთ-ერთ მეტროსადგურში აფეთქება მოხდა.მომხდარი ტერაქტის შედეგად საავადმყოფოებში 18 ადამიანია გადაყვანილი.
აფეთქებაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები