“თიბისი ბანკი” MAGNUM PHOTOS 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო პროექტს წარმოადგენს

MAGNUM PHOTOS და თიბისი ბანკი წარმოგიდგენთ MAGNUM PHOTOS 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო პროექტს, „რუსული დღიურის კვალდაკვალ”- თომას დვორჟაკის/ Magnum Photos და ჯულიუს შტრაუსის მონაწილეობით გაიმართება.

ბანკის ინფორმაციით, 18 სექტემბერს, 19:30 საათზე, „თბილისის ფოტო ფესტივალის” ფარგლებში, თიბისი ბანკის საგალერეო სივრცეებში შედგება ორი გამოფენა: „რუსული დღიურის კვალდაკვალ”, თომას დვორჟაკის ფოტოგამოფენა და ალბომის პრეზენტაცია – თიბისი გალერეა „რობერტ კაპას მოგზაურობა საქართველოში, 1947 წ” – თიბისი არტ გალერეა პროექტით „Magnum Retold” („მაგნუმის ისტორიების კვალდაკვალ”) Magnum Photos აგრძელებს მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ამბების თხრობას. პროექტი ფოტოგრაფიის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების თავიდან გადაღებას გულისხმობს. პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია თომას დვორჟაკის და ჯულიუს შტრაუსის მოგზაურობა რობერტ კაპას და ჯონ სტაინბეკის “რუსული დღიურის”-ს (1947) კვალდაკვალ. რობერტ კაპამ და ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტაინბეკმა, საბჭოთა კავშირში 1947 წელს, ცივი ომის ადრეულ პერიოდში იმოგზაურეს და ამ მოგზაურობის ამსახველი არაჩვეულებრივი მასალა შექმნეს. „Magnum Photos”-მა გადაწყვიტა, ამ ისტორიის კვალდაკვალ, თანამედროვე, ყოვლისმომცველი, ვიზუალური ტილოს შესაქმნელად, რუსეთისა და საქართველოს საუკეთესო მცოდნე ფოტოგრაფი, თომას დვორჟაკი და მწერალი, ჟურნალისტი ჯულიუს შტრაუსი, გაეზავნა რეგიონში, სადაც დღეს ბევრი მკვლევარი ახალი ცივი ომის აჩრდილებს ხედავს. ორივე მოგზაურობის ამსახველ ფოტოკოლექციას ერთ სივრცეში მოეყრება თავი. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია! მისამართი: თიბისი ბანკის სათავო ოფისი, II და IV სართული გთხოვთ მობრძანდეთ!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები