ირაკლი კობახიძე: კონკრეტული საქმეების გამოძიება საგამოძიებო უწყების საქმეა

კონკრეტული საქმეების გამოძიება საგამოძიებო უწყების საქმეა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტს აქვს თავისი ინსტრუმენტები იმისათვის, რომ ზედამხედველობა განახორციელოს. კობახიძის თქმით, საკანონმდებლო ორგანო ახორციელებს ზედამხედველობას ინსტრუმენტების ფარგლებში.

„თუ შევხედავთ, რომ არასწორი მიმართულებით მიდის გამოძიება, ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ფორმები ზედამხედველობის, როგორიც არის თუნდაც საგამოძიებო კომისიის შექმნა. ჯერჯერობით ვაკვირდებით გამოძიებას კონკრეტულ საქმეებზე და ამის საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება დამატებითი საზედამხედველო ფორმების გამოყენებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, გახმაურებულ საქმეებზე ინფორმაციის მიღების პროკურატურის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები