საქართველოს პირველმა ლედიმ მოსწავლეებს სწავლის დაწყება მარნეულიდან მიულოცა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს მარნეულის ნომერ მეორე საჯარო სკოლას ეწვია და ბავშვებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
მაკა ჩიჩუა სწავლის დაწყების აღსანიშნავად გამართულ ზეიმს დაესწრო, რომელიც სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა.
„მარნეულიდან მინდა მივულოცო მთელ საქართველოს, განსაკუთრებით პირველ კლასელებს, ახალი სასწავლო წლის დადგომა, რადგან მათთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. მსურს ასეთივე ხალისიანები იყვნენ და ბოლომდე დიდი შემართებით მიიყვანონ სწავლა-განათლება.
მინდა ყველა ბავშვი ისეთივე ბედნიერი იყოს, როგორებიც დღეს არიან, ყველას ვუსურვებ წარმატებას”,- აღნიშნა ქვეყნის პირველმა ლედიმ.
სკოლის მოსწავლეებს საქართველოს პრეზიდენტის სახელით საჩუქრებიც გადაეცათ.
ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები